ადამიანური რესურსების სტრატეგიული მენეჯმენტი

მოკლევადიანი კურსები

ადამიანური რესურსების სტრატეგიული მენეჯმენტი

ადამიანური რესურსების სტრატეგიული მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი განკუთვნილია ზედა და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის და ასევე ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს თავი დაიმკვიდროს ბიზნესის მართვაში.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს საშუალება ექნებათ მიიღონ ადამიანური რესურსების მართვაში კვალიფიციური ცოდნა, უნარ-ჩვევები და შესაბამისად დასაქმდნენ. კუსრსის გავლის მერე მსმენელებს საშუალება ეძლევათ გაერკვიონ თანამედროვე ბიზნესს მართვაში.კურსი ასევე დაგეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში, კარიერულ წინსვლაში, მენეჯერული უნარების აღმოჩენა-განხორციელებაში.

ორი თვის განმავლობაში მსმენელები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ მოდულებს:

  • HR როლი ორგანიზაციაში
  • სტრუქტურის ჩამოყალიბება/მართვა
  • სახელფასო ბიუჯეტი ჩამოყალიბება/მართვა
  • სახელფასო და ბონუს სისტემების ჩამოყალიბება/მართვა
  • დოკუმენტაციის წარმოება/მართვა
  • კომპანიის რეგულაციების წარმოება/მართვა
  • რეკრუტინგი და პლატფორმები
  • კორპორატიული კომუნიკაცია
  • კორპორატიული კულტურა
  • კორპორატიული ღირებულებები
  • მოტივაცია/ღონისძიებები
  • ტრეინინგები
  • თანამშრომლების განვითარება
  • კრიზისის მართვა
  • ინციდენტების მართვა
  • გაფრთხილებების მართვა
  • თანამშრომლების უსაფრთხოება

პროგრამა აწყობილია სწავლების თანამედროვე მეთოდებით, როგორებიცაა ქეისების განხილვა (ქართულ რეალობაში) და სიმულაციები. კურსის ფარგლებში აქცენტები გაკეთდება მსმენელების მაღალ ჩართულობასა და ინტერაქციაზე, რომელიც უფრო საინტერესოს გახდის ლექციების მიმდინარეობას. კურსის გავლის შემდეგ მიიღებთ შესაბამის სერთიფიკატს.

სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა:
პროექტის მომზადება და პრეზენტაცია (პროექტი შეიძლება იყოს, როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური) .

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • აკადემიური კალენდარი შედგება 8 კვირისგან;
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი).
  • ლექციის ხანგრძლივობა 3 საათი, 19:00 – 22:00 სთ.

რეგისტრაცია:
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).

სწავლება დაიწყება: 19 აპრილს, (2023)

საუკეთესო 5 მსმენელი გაივლის 1 თვიან სტაჟირებას

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

სწავლის საფასური შეადგენს 1,400 ლარს. ღირებულების ნახევარს მსმენელები გადაიხდიან ლექციების დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 4 კვირის განმავლობაში. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს! 
  • GAU-ს კურსდამთავრებულს! 
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

ნინა ბართაია

HR მართვის 16 წლიანი გამოცდილება,14 წელი „აჭარა ჯგუფის“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსები ყაზბეგი, თბილისი,ბაკურიანი, სტამბა, ფაბრიკა და სხვა), ტურიზმის განვითარების პროექტების კონსულტანტი, SCS დამფუძნ...

HR მართვის 16 წლიანი გამოცდილება,14 წელი „აჭარა ჯგუფის“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსები ყაზბეგი, თბილისი,ბაკურიანი, სტამბა, ფაბრიკა და სხვა), ტურიზმის განვითარების პროექტების კონსულტანტი, SCS დამფუძნებელი და დირექტორი (HR საკონსულტაციო), შატო და მეღვინეობა მოსმიერის ბიზნეს განვითარების მრჩეველი. 


პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა